Logo

გიორგი ვაშაძე – ირაკლი, რას აპირებ რეგიონებში? ამ სიძულვილის ენით უნდა იარო?

პოლიტიკა
459
Frontnews image description

რეგიონებში უნდა წავიდეო, ირაკლი, რას აპირებ რეგიონებში? ამ სიძულვილის ენით უნდა იარო? – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, “ქართული ოცნება” ქვეყანას და საზოგადოების პრობლემებს მოწყვეტილია.

 

“კობახიძე, ივანიშვილი, ღარიბაშვილი, სრულად მოწყვეტილი არიან რეალობას და ხალხს. მათ ერთადერთი რამე აწუხებთ, რომ როგორმე შეინარჩუნონ ძალაუფლება, გააგრძელონ ქვეყნის ძარცვა. რეგიონებში უნდა წავიდეო. ირაკლი, რას აპირებ რეგიონებში? ამ სიძულვილის ენით უნდა იარო?

 

თქვენთან მიმართებაში ჩვენი პასუხი არის, რომ ეს არჩევნები არის არჩევანი წარმატება, განვითარებასა და ჭაობს შორის. ეს არჩევნები არის მართლაც არჩევანი დასაქმებასა და უმუშევრობას შორის, ეს არჩევნები არის იმ ადამიანებს შორის მათ შორის, ვინც მოწყვეტილია ხალხისგან და ვინც ახლოსაა ხალხთან. ეს ქვეყანა ივანიშვილის არ არის, ეს ქვეყანა ქართველ ხალხს ეკუთვნის”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

 

“ქართული ოცნების” ახალმა თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ აპირებს 100 დღეში 10 რეგიონში  ჩასვლას და შეხვედრებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები