გიორგი ვაშაძე – იციან, რომ აგებენ არჩევნებს და ახლა ათას სიგიჟეზე მიდიან

ავტორი
Front News საქართველო
ამ კანონს ჰქვია “არ მინდა ევროკავშირი”. იციან, რომ აგებენ არჩევნებს და ახლა ათას სიგიჟეზე მიდიან, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 26 ოქტომბერი არის სწორედ ის დღე, როცა ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს უნდა “ოცნება” რომელიც უარს ამბობს ევროკავშირზე თუ არა.
“ქართულმა ოცნებამ” მკაფიოდ განაცხადა, რომ მას არ უნდა ევროკავშირი. ეს კანონი ნიშნავს, რომ მათ ევროკავშირი არ უნდათ. შესაბამისად, 26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ხალხმა უნდა გადაწყვიტოს იმარჯვებს ოპოზიცია – მოგვაქვს ევროპული პერსპექტივა, სამუშაო ადგილები, ინვესტიციები და განვითარება თუ იმარჯვებს “ქართული ოცნება” – მუდმივი სიღარიბე, შიმშილი, “მაძღარი” ჩინოვნიკები და გაღარიბებული ხალხი. ეს არის ცალსახა, პირდაპირი, მკაფიო განცხადება, ამას სხვა განმარტება არ აქვს.
რაც არ უნდა წვრილმანებში შევიდეთ, ამ კანონს ჰქვია ერთი რამ – არ მინდა ევროკავშირი. “ქართულ ოცნებას” არ უნდა ევროკავშირი, პირდაპირ ამბობენ, რომ არ უნდათ. სხვა ყველა ინიციატივა, რომელიც აქამდე იყო, ასევე იყო ევროკავშირის საწინააღმდეგო, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს კანონი არის ცალსახა გზავნილი ევროპისთვის და ყველასთვის, რომ “თავი დაგვანებეთო”. მეორე მხრივ, ძალიან სუსტები არიან. იციან, რომ აგებენ არჩევნებს და ათას სიგიჟეზე მიდიან”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენს.
თაგები:
გიორგი ვაშაძე




