
ავტორი
Front News საქართველო
ივანიშვილი ყველაფერს გადაიხდიდა კობახიძის ხელით, ოღონდ ეს არ მომხდარიყო, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომლის თქმითაც, სარწმუნოდ მიაჩნია ინფორმაცია, რომ სოსო გოგაშვილთან მოსალაპარაკებლად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მართლაც იმყოფებოდა. ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ მისი პარტიის რომელიმე დეპუტატი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში სოსო გოგაშვილთან შევიდეს.
“დარწმუნებული ვარ, ასეც იქნებოდა, ხედავთ, რამხელა ინფორმაციაზეა საუბარი. ყველაფერს გადაიხდიდა ამაში კობახიძის ხელით ივანიშვილი, ოღონდ ეს არ მომხდარიყო. მე როგორც ვხედავ, კიდევ ბევრი ინფორმაცია გასაჯაროვდება.
ძალიან დამაინტერესა რუსულ აგენტურულ ქსელებთან დაკავშირებულმა ინფორმაციამ. გვექნება კონსულტაციები „სტრატეგია აღმაშენებელში“ და არ გამოვრიცხავ, რომ შევთავაზოთ, ჩვენი პარტიის წარმომადგენელი შევიდეს საპატიმრო დაწესებულებაში. ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც მე დავასახელე, ფიგურირებს მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში“, – განაცხადა ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს