გიორგი ვაშაძე – ივანიშვილის განცხადება იყო ისევ და ისევ დაპირისპირება, ერთადერთი გზა გვაქვს ერთიანობა და გადარჩენა


ავტორი
Front News საქართველო
12 წელი არის სიყალბის 12 წელი. ეს ადამიანები გამდიდრდნენ ამ ქვეყანაში და ხალხი უკიდურესად გაღარიბდა. ძარცვის 12 წელია ამ ქვეყანაში. ქვა ქვაზე არ დაუდევთ, რა გააკეთეს საერთოდ?! , – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბერს მოქალაქეები აირჩევენ დაპირისპირებას ან ერთიანობას.
“ქართული ოცნება” ყოფს და აპირისპირებს, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ – ეს არის ერთადერთი გამოსავალი. დღეს ბიძინა ივანიშვილის მთავარი დამაპირისპირებელის განცხადება იყო ისევ და ისევ დაპირისპირება, ჩვენ ერთადერთი გზა გვაქვს ერთიანობა და გადარჩენა. რა ნამუსით ესაუბრება ამ ყველაფერს ხალხს იმ ხელისუფლების ბატონ-პატრონი, რომელიც ქუჩაში ახალგაზრდებს ურტყამდა.
12 წელი არის სიყალბის 12 წელი. ეს ადამიანები გამდიდრდნენ ამ ქვეყანაში და ხალხი უკიდურესად გაღარიბდა. მათ, ფაქტობრივად, გაძარცვეს ქართველი ხალხი. ძარცვის 12 წელია ამ ქვეყანაში. ქვა ქვაზე არ დაუდევთ, რა გააკეთეს საერთოდ?! უკვე ამერიკის მთავრობაც კი გამოდის და საქართველოზე აკეთებს განცხადებებს და ეუბნებათ, რომ ამ ტყუილებს დაანებონ თავი.
“ქართული ოცნება” არის ამ ქვეყნის სირცხვილი, თავი მოგვჭრა საქვეყნოდ. ამ სირცხვილისგან უნდა გავთავისუფლდეთ 26 ოქტომბერს. ჩვენ ვართ ერთიანობაზე ორიენტირებულები. ეს არჩევნები არის დაპირისპირება თუ ერთიანობა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე