გიორგი ვაშაძე – ივანიშვილს მოაქვს ქაოსი და არეულობა, ამის დამთავრების გზა არის ხელახალი არჩევნები


ავტორი
Front News საქართველო
ხელახალი არჩევნები არის მათთვისაც გზა იმისთვის, რომ საქართველოში ქაოსი დამთავრდეს. ივანიშვილს მოაქვს ქაოსი და არეულობა, ამის დამთავრების გზა არის ხელახალი არჩევნები, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი მზად არის ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველომ დაიბრუნოს ევროპისკენ მიმავალი გზა.
“ყოველთვის კითხვა უნდა დავსვათ – ჩვენ რას ვაკეთებთ? – ევროკავშირი მზად არის ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველომ დაიბრუნოს ევროპისკენ მიმავალი გზა და გავთავისუფლდეთ ივანიშვილისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
გამარჯვების ფორმულა შემდეგია – უწყვეტი პროტესტი, ოპოზიციის ერთიანობა და უკვე ქმედებები ევროკავშირის მხრიდან.
ჩვენ მათ ნაცვლად ვერ ვილაპარაკებთ, ეს არის მათი გადასაწყვეტი, მაგრამ ბალტიის ქვეყნებმა, რაც გააკეთეს, კერძოდ, პერსონალურ სანქციებთან მიმართებაში, ეს არის ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება.
ხელახალი არჩევნები არის მათთვისაც გზა იმისთვის, რომ საქართველოში ქაოსი დამთავრდეს. ივანიშვილს მოაქვს ქაოსი და არეულობა, ამის დამთავრების გზა არის ხელახალი არჩევნები “, – განაცხადა ვაშაძემ.
საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტარებს ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეხვდნენ. დაგეგმილია პრეზიდენტთან შეხვედრაც.
თაგები:
გიორგი ვაშაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს