Logo

გიორგი ვაშაძე - "ქართული ოცნება“ პასუხისმგებელია იმ ჩიხსა და კრიზისზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება

პოლიტიკა
517
Frontnews image description

"ქართული ოცნება" პასუხისმგებელია იმ ჩიხსა და კრიზისზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩიხი და კრიზისი ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი კობახიძემ შექმნა.

"ქართველი ხალხის უპრეცედენტო მხარდაჭერა და ევროპის სამი მძლავრი სახელმწიფოს ლიდერი - პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, გერმანიის კანცლერი და საფრანგეთის პრეზიდენტი პირდაპირ და მკაფიოდ ამბობენ - იმისათვის, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზა გააგრძელოს "ქართულმა ოცნებამ" უარი უნდა თქვას ამ ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ, ჩიხიდან და კრიზისიდან, რომელიც ივანიშვილისა და კობახიძის დაჯგუფებამ შექმნა, სალომე ზურაბიშვილმა ამაზე ძალიან მკაფიო წინადადება წარადგინა. "ქართული ოცნება“ პასუხისმგებელია იმ ჩიხსა და კრიზისზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები