
ავტორი
Front News საქართველო
“რეფორმების ჯგუფის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ, ინტერპელაციის წესით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის მოსმენის დროს რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.
“ამიტომ არ გინდათ ევროკავშირი. ევროკავშირი არის კანონის წინაშე ყველას თანასწორობა და სამართლიანი სასამართლო. კორუმპირებულების და ოლიგარქების მმართველობა კი არ არის ევროკავშირი, ხალხის მმართველობაა და ამიტომ ეწინააღმდეგებით დღენიადაგ ევროკავშირს, რომ არ გინდათ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.
ლაზიკა – ანაკლიაზე რომ ვსაუბრობთ, უბრალოდ წარმოიდგინეთ, ევროკავშირის წევრობის შემთხვევაში ჩვენ, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს ვუგზავნით გზავნილს, რომ რუსული პასპორტის ნაცვლად, რომელიც არის სიკვდილის ტოლფასი დღეს მთელ მსოფლიოში და თვითონ რუსეთში, ექნებათ ქართულ – ევროპული პასპორტი. ამაზე დიდი საქმე ტერიტორიული მთლიანობის საქმისთვის არ არსებობს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს