
ავტორი
Front News საქართველო
ცალსახაა, რუსული კანონით საქართველოს ადგილი ევროკავშირში ვერ იქნება. ამას აკეთებს ივანიშვილი და “ქართული ოცნება”, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებით, შესაძლოა, კანდიდატის სტატუსი შეუჩერდეს საქართველოს.
“სიტუაცია არის ძალიან მძიმე, იქიდან გამომდინარე, რომ ცალსახაა, რუსული კანონით საქართველოს ადგილი ევროკავშირში ვერ იქნება. ამას აკეთებს ივანიშვილი და “ქართული ოცნება”.
მაგიდაზე, სამოქმედო გეგმაში დევს აბსოლუტურად ყველა მექანიზმი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა აამოქმედოს. სამწუხაროდ, საუბარია კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე, ფინანსური მხარდაჭერის შეჩერებაზე, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, შესაბამისად, ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ ამ პროცესში გავიმარჯვოთ და სანქციები არ დაეკისროს ქართველ ხალხს. სანქციები უნდა დაეკისროს იმ მოღალატეებს, რომლებიც ქართველი ხალხის ნებას აყალბებენ, ივანიშვილის თაოსნობით.
მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ქვეყანა ერთიანია, ერი ერთიანია და ცალკეული პატარა ჯგუფი, რომელსაც უნდა რომ ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, თავის მიზანს ვერაფრით მიაღწევს. პროტესტი არის დეცენტრალიზებული, ბუნებრივი და საბოლოო ჯამში, პროტესტი აუცილებლად მივა გამარჯვებამდე”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს