გიორგი ვაშაძე – მათ უნდათ, რომ რუსეთი მოგვივლინონ მშვიდობის გარანტად

ავტორი
Front News საქართველო
ე.წ. მშვიდობის კამპანია, რაც წამოიწყეს, მათ უნდათ, რომ რუსეთი მოგვივლინონ მშვიდობის გარანტად, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპაში მიემგზავრება, რომ „ალდესთან“ ერთად დაიწყოს კამპანია უცხოელი პოლიტიკოსების მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით.
ვაშაძის თქმით, ასევე გეგმავს, რომ მათ მიაწოდოს ინფორმაცია „ქართული ოცნების“ რეალური გეგმის შესახებ, რათა მათ ეს გეგმები ჩაუშალოს.
“კობახიძის განცხადებები არის ნაწილი იმ ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული შეთქმულების, რომელსაც “ქართული ოცნება” თებერვლიდან მოყოლებული მიზან მიმართულად ახორციელებს. ამ შეთქმულების რამდენიმე კომპონენტი არსებობს. პირველი – ევროპას ათქმევინოს უარი საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე და ევროპულ პერსპექტივაზე, ეს არ გამოუვიდათ ივნისში, მაგრამ გავეშებულები ცდილობენ ამას. მეორე – ნატოსთან ინტეგრაცია რამენაირად შეაჩერონ, შეგახსენებთ ღარობშვილის განცხადებებს და დღევანდელი კამპანია, რაც წამოიწყეს, – ე.წ. მშვიდობის კამპანია, მათ უნდათ რუსეთი მოგვივლინონ მშვიდობის გარანტად“, – განაცხადა ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე




