Logo

გიორგი ვაშაძე – მათი მიზანი არის რუსეთი, ჩვენი მიზანია ევროპა, ჩვენ როგორ შეიძლება ტაქტიკაზე შევთანხმდეთ ერთმანეთთან?!

პოლიტიკა
1542
Frontnews image description

მე არ ვარ კმაყოფილი ამ კონფერენციით, ჩვენ სამუშაო გვაქვს როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენციის შესახებ განაცხადა. 

 

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის ერთად დასხდომის შესახებ, არის უშედეგო. 

 

“მთავარი გზავნილი ამ კონფერენციაზე, იყო, რომ ვიდრე ჩვენ  საფრთხეს სრულფასოვნად არ გავიაზრებთ, ყველაფერს თავის სახელს არ დავარქმევთ, ყველა ჩვენი ქმედება იქნება მცდარი, რა არის რეალური სურათი დღეს საქართველოში? პირველი: „ქართული ოცნება“ არის მკაფიოდ პრორუსული ორიენტაცის პოლიტიკური ძალა. “ქართული ოცნება“ არის რუსული ჰიბრიდული ომის მთავარი იარაღი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. მე კითხვაც კი დავუსვი აუდიტორიას – რამდენს გსმენიათ, რომ მოქმედი ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებდეს რუსულ დეზინფორმაციულ კამპანიას?

 

ერთადერთი ამის პრეცედენტი შექმნა “ქართულმა ოცნებამ“,  რომელიც არის ღიად პრორუსული ძალა. 

 

შესაბამისად,  ჩვენ გვაქვს დიდი სამუშაო. მე არ ვარ კმაყოფილი ამ კონფერენციით, ჩვენ სამუშაო გვაქვს როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით, რომ საქართველოს მოსახლეობის 90-მა პროცენტმა,  რომელიც პროდასავლურია ყველაფერს დაარქვას თავისი სახელი და გაიზროს საფრთხე, ჩვენ ამაში, რა თქმა უნდა, ჩვენი გადამწყვეტი როლი უნდა ვითამაშოთ.  და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა იმის ნაცვლად,  რომ გააგრძელონ მოწოდებები, – ერთად დაჯექით და ერთად ილაპარაკეთ…  

 

ჩემი გამოსვლა ასეთი იყო და ოპოზიციურ სპექტს წარმოვადგენ, მე ვუთხარი –  ვისთან ერთად დავსხდეთ, თუ მათი მიზანი არის სხვა და ჩვენი მიზანი – სხვა?  მათი მიზანი არის რუსეთი, ჩვენი მიზანია ევროპა, ჩვენ როგორ შეიძლება ტაქტიკაზე შევთანხმდეთ ერთმანეთთან?!

 

მკაფიო მიზანი, რომელიც აქვს ევროპას, ეს არის ევრაზიული კავშირი. იმიტომ რომ ისინი მარტივად გრძნობენ თავს არადემოკრატიულ ვითარებაში. “ქართული ოცნება” არის ოლიგარქიული რეჟიმი, ეს არ არის მარტო ერთი ფულიანი ადამიანი, რომელიც თავისი ნება-სურვილით მართავს ქვეყანას, ეს არის კორუფციის ჭაობი, სადაც ყველა კორუფციული ადამიანი ნახულობს, საკუთარ ადგილს ბიუჯეტის ხარჯზე მდიდრდება, მოსახლეობა კი გარბის, იმიტომ რომ ის საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ახდენს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები