Logo

გიორგი ვაშაძე – მე არ მგონია, რომ ასეთი პრეცედენტი სადმე მსოფლიოში არსებობდეს, პატარა ბავშვები არიან, რომ მოგყავს და ატყუებ?

პოლიტიკა
30.07.2024 / 14:06
Frontnews image description

მე არ მგონია, რომ ასეთი პრეცედენტი სადმე მსოფლიოში არსებობდეს. პატარა ბავშვები არიან, რომ მოგყავს და ატყუებ? რა არის შესრულებული? ან არ რცხვენია იმ საგარეო საქმეთა მინისტრს?, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა და “ერთიანობის” წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

 

“საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია “ქართული ოცნების”  ხელისუფლებაში ყოფნის ვადით. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს უკუღმართი ადამიანები არაფრის გასწორებას არ აპირებენ, ამიტომ 26 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ დაპირისპირება, გაიმარჯვოს ერთიანობის იდეამ, წავიდეთ სწრაფად ერთიანობის იდეისკენ და ეს აგდებული დამოკიდებულება, არასწორი მიდგომა პარტნიორებთან უნდა დასრულდეს. 

 

პატარა ბავშვები არიან, რომ მოგყავს და ატყუებ, რომ შესრულებულია? რა არის შესრულებული? ან არ რცხვენია იმ საგარეო საქმეთა მინისტრს? მე არ მგონია, რომ ასეთი პრეცედენტი სადმე მსოფლიოში არსებობდეს. ამიტომ ჩვენ 26 ოქტომბერს ეს უკუღმართი ვითარება უნდა შევცვალოთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც მათ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის შესასრულებელი 9 დათქმის შესრულების ანგარიში მოისმინეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები