Logo

გიორგი ვაშაძე – მე აუცილებლად ვიქნები ამ აქციაზე

პოლიტიკა
1037
Frontnews image description

ეს არ არის ერთი პარტიის აქცია, ეს არის პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი პირების აქცია, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

 

“ბევრი არის ჩართული ამ ყველაფერში, ამიტომ ეს არის საერთო, სახალხო შეკრება. 

 

პირველ რიგში, 9 აპრილს ყოველთვის ბევრნი უნდა ვიყოთ. დიახ, იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. მეორე, დღევანდელ შეკრებას აქვს ძალიან კონკრეტული მიზანი, რომ ვაჩვენოთ მთელ საქართველოს და მსოფლიოს, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ევროპული პერსპექტივისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წლის ბოლოს მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მესამე, ეს არის პატივისცემა ჩვენ გმირებთან მიმართებაში, ვინც თავი შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. ამიტომ მე აუცილებლად ვიქნები ამ აქციაზე“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

აქცია “ერთად ევროპაში” დღეს, 17:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე  დაიწყება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები