
ავტორი
Front News საქართველო
მე იმედი მაქვს, რომ ამ უბედურებას თავის თავზე არ დაიტეხს არცერთი ოპოზიციონერი, – აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.
მისი განცხადებით, ხელისუფლებისათვის სასურველი კანდიდატს ოპოზიციის არცერთმა წარმომადგენელმა მხარი არ უნდა დაუჭიროს.
“სახალხო დამცველის არჩევის პროცესი იქნება პირდაპირი გაშიშვლება ყველა იმ პოლიტიკოსის თუ პოლიტიკური ჯგუფის, თუ ისინი მხარს დაუჭერენ ქართულ ოცნებას, ან მიეხმარებიან სასურველი კანდიდატის გათრევაში. ჩვენ ყველა მათ უნდა ჩამოვხსნათ სახელწოდება “ოპოზიცია“ ან ოპოზიციონერი და უნდა ვთქვათ, რომ არიან „ქართული ოცნება“, პრორუსული ქართული ოცნების დამატებითი, კიდევ ერთი მაშველი რგოლი. მე იმედი მაქვს, რომ ამ უბედურებას თავის თავზე არ დაიტეხს არცერთი ოპოზიციონერი, რომელიც ჯერ ოპოზიციად არის რეგისტრირებული“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მოქმედ სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის ბოლოს ეწურება.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს