
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მხრიდან ბოიკოტის საკითხი არ დამდგარა, ეს არის ტყუილი. ვინ დააყენა? ნონა მამულაშვილმა? ხოდა, დატოვოს, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, ვისაც უნდა პარლამენტიდან გასვლა, უნდა დაწეროს განცხადება და წავიდეს.
“ვისაც უნდა, წავიდეს და დატოვოს. ამას რომ იტყვის, განცხადება დაწეროს. ვის რას თვლის, რომ აზრი აქვს, თავად გააკეთოს – განცხადება დაწეროს. მეორეხარისხოვან საკითხებზე საუბრით არ შეგვჭამეს?! – სტოლტენბერგი შეხვედრას აუქმებს და ევროინტეგრაციის გზა კითხვის ქვეშაა და ესენი ჩაციკლული არიან ერთსა და იმავე იდიოტიზმზე! ეს არის ჩემი პასუხი. მე დავწერ მაშინ, როცა დავინახავ, რომ ამას შედეგი ექნება, დავწერ კიდევ, მაგრამ არა ისე, რომ მათსავით მეორე დღეს ტალახში ვიბურჯგნიალო. პარლამენტარები ერთუჯრედიანები არ უნდა იყვნენ. ორ-სამ თვეში სხვა რეალობაში ვიქნებით, ხომ ხედავთ, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები იდგმება. ვინც სხვა აზრზეა, განცხადება დაწეროს. ჯერ თავისი პარტიიდან დაიწყონ და შემდეგ სხვას მოუწოდონ, არ შეგვჭამეს, კაცო“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს