
ავტორი
Front News საქართველო
ახლა შეუყვარდა “ქართულ ოცნებას” ორბანი, რომელიც ნომერ პირველ მტრად მიაჩნდა, როცა ის პოლიტიკურ თავშესაფარს აძლევდა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიესალმება მხოლოდ, თუ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად სხვა ქვეყნებთან ერთად უნგრეთის მხარდაჭერაც ექნება.
“მეცინება იმაზე, რომ “ქართულ ოცნებას“ ასე შეუყვარდა ორბანი, რომელიც მაშინ ნომერ პირველ მტრად მიაჩნდა, როცა ის პოლიტიკურ თავშესაფარს აძლევდა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს.
“ოცნება“ ხშირად ემიჯნება რუსეთთან და უკრაინასთან მიმართებაში ევროკავშირის პოზიციებს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც დაყვება ხოლმე იმ ნებას, რაც არის იქ.
27 ქვეყნის წარმომადგენლების კონსესუსი სჭირდება იმას, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. გამეხარდება თუ ეს მხარდაჭერა იქნება.
ჩვენ, სხვათაშორის, რეზოლუცია მივაღებინეთ „ალდეს“, სადაც უნგრეთის პოლიტიკური ძალებიც არიან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კანდიდატის სტატუსის მონიჭებას“, – განაცხადა ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს