
ავტორი
Front News საქართველო
“გირჩი მეტი თავისუფლება”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და “დროა” ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.
როგორც Front News-ს გიორგი ვაშაძემ განუცხადა, აღნიშნული კამპანიის მიზანია, საქართველომ დასავლელ პარტნიორებს აჩვენოს, რომ საკუთარ მომავალს ევროკავშირთან და ნატოსთან ერთად ხედავს.
“24 თებერვალს ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა და ჩვენ ვაჩვენეთ, რა არის ჩვენი არჩევანი. თუმცა “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რომ საბოლოო უარი გვითხრან ევროკავშირმა და ნატომ. ჩვენ მილიონი ხელმოწერა გვჭირდება იმისთვის, რომ ხელმოწერები ჩავიტანოთ ბრიუსელში, ბერლინში, ევროპულ დედაქალქებში, ვაშინგტონში, რათა მკაფიოდ ვაჩვენოთ ჩვენი არჩევანი. ამით მოვახერხოთ “ქართული ოცნებისთვის“ ლეგიტიმაციის გამორთმევა, მანდატი უნდა დაიბრუნოს ხალხმა.
მილიონი ხელმოწერა არ არის მარტივი შესაგროვებელი, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ალტერნატივა, რომ ჩვენს ძლიერ საქართველოს ვხედავთ ევროკავშირთან და ნატოსთან ერთად“,- განაცხადა ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს