Logo

გიორგი ვაშაძე - მხოლოდ ისინი უნდა დარჩნენ, ვინც უპირობოდ ასრულებს დავალებას და არ ყოყმანობს

პოლიტიკა
4 საათის წინ / 23:12
56
Frontnews image description

რეჟიმი დავალების უპირობო შესრულებაზე დგას. მხოლოდ ისინი უნდა დარჩნენ, ვინც უპირობოდ ასრულებს დავალებას და არ ყოყმანობს, -  ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ალტერნატიული აზრის მქონე პირებს "ოცნება" იშორებს.

"კობახიძე ცდილობს, რომ თავისი კლანი გააძლიეროს, მაგრამ მეორე მიზეზია უნდობლობა ან შიდა დისკუსიები. შეიძლება ვიღაცა არ ეთანხმება ბიძინას კარზე ასეთ რადიკალურ ნაბიჯებს. ვიღაც შეიძლება კითხვას სვამს, ხომ არ გვაქვს რამე სხვა გზაო და ვინც კითხვა დასვა, ის ადამიანი კიდევ უფრო სწრაფად დაისაჯა და გასწიეს. 

რეჟიმი დავალების უპირობო შესრულებაზე დგას. მხოლოდ ისინი უნდა დარჩნენ, ვინც უპირობოდ ასრულებს დავალებას და არ ყოყმანობს. ეს რეჟიმების მახასიათებელია მთელ მსოფლიოში. ვინც ოდნავ ყოყმანს აჩვენებს, ან ალტერნატიულ აზრს ამბობს, ის ან უნდა დასაჯონ, ან გაუშვან, ან მოიცილონ.

რაც შეეხება პრემიერის წერილს, ამ წერილის წონა ზედმეტად არ უნდა ავწიოთ. ეს არის მათი სისუსტე. ახლა რაც შეეხება რას ვაკეთებთ - ჩვენი ამოცანა არის, შევინარჩუნოთ წინააღმდეგობის ხაზი, რომელიც გადის იმაზე, რომ არ ვთანამშრომლობთ, არ ვაღიარებთ (ხელისუფლებას) და ვართ წინააღმდეგობაში", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა თანამდებობა დატოვა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები