
ავტორი
Front News საქართველო
ქვეყნის შიგნით სისტემურად ვაგროვებთ აბსოლუტურად ყველა გაყალბების ფაქტს. მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები ქვეყნის გარეთ არავინ აღიაროს, ისევე როგორც ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა ბრძოლაა საჭირო.
“დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოვიდა გუშინდელ აქციაზე. ამით ჩვენ მივიღეთ მანდატი, ლეგიტიმაცია, რომ ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის. ეს იყო სპეციალური ოპერაცია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა. ჩვენ ახლა გვაქვს ორი მიმართულება – საგარეო ასპარეზზე და ქვეყნის შიგნით. ქვეყნის შიგნით სისტემურად ვაგროვებთ აბსოლუტურად ყველა გაყალბების ფაქტს. მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები ქვეყნის გარეთ არავინ აღიაროს. ისევე როგორც ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს. ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე” , – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს