
ავტორი
Front News საქართველო
რეალურად, ხელისუფლება ვართ ჩვენ, ყველა შემდგომ ეტაპზე იქნება უფრო მწვავე პროტესტი. მოგვყევით და მერწმუნეთ, გავიმარჯვებთ ამ პროცესში, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გამოსავალი არის მწვავე პროტესტი.
“ჩვენ ქვეყნის გარეთ და შიგნით ვმუშაობთ ძალიან სისტემურად. ვხედავთ, რომ ამ არჩევნებს აღიარება არ აქვს არცერთი დემოკრატიული სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ შევაგროვეთ ყველა მტკიცებულება, მივაწოდეთ ყველას და ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას ამ საკითხთან დაკავშირებით.
ახლა მნიშვნელოვანია პროტესტი. პროტესტი უნდა იყოს სისტემური, თანმიმდევრული და შინაარსობრივი. ყველა შემდგომ ეტაპზე იქნება უფრო მწვავე პროტესტი. მოგვყევით და მერწმუნეთ, გავიმარჯვებთ ამ პროცესში. რეალურად, ხელისუფლება ვართ ჩვენ, ესენი არიან თვითმარქვიები”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს