გიორგი ვაშაძე – მთავარი სანქცია 26 ოქტომბერს იქნება ქართველი ხალხის მხრიდან


ავტორი
Front News საქართველო
მთავარი სანქცია 26 ოქტომბერს იქნება ქართველი ხალხის მხრიდან. ამაში დარწმუნებული ვარ. ჯერ სანქციებისა და შეზღუდვების მხოლოდ და მხოლოდ პირველი ნაბიჯებია, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
“მთავარი სანქცია 26 ოქტომბერს იქნება ქართველი ხალხის მხრიდან. ამაში დარწმუნებული ვარ. ყველა, ვინც აყალბებს ქართველი ხალხის ნებას, ვინც დემოკრატიული სისტემის წინააღმდეგ იბრძვის და ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას ცდილობს რუსული მეთოდებით, უნდა იცოდნენ, რომ ძალიან დიდი რისხვა იქნება მათთან მიმართებით საერთაშორისო აქტორების მხრიდან. ჯერ სანქციებისა და შეზღუდვების, მხოლოდ და მხოლოდ, პირველი ნაბიჯებია.
დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტი იქნება ჩვენი პარტნიორების მხრიდან იმიტომ, რომ მათთვის ძალიან მკაფიოა, ისინი მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და ვინც ხალხის ნებას აყალბებს, ყველა ის ადამიანი კონკრეტული პასუხისმგებლობის ქვეშ მოექცევა. ამის, რა თქმა უნდა, ძალიან ეშინია “ქართული ოცნების” ყველა ლიდერს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე

გიორგი ბოტკოველი – მთავარი სასამართლო იქნება 26 ოქტომბერს, როდესაც ქართველი ხალხი გამოუტანს განაჩენს ხელისუფლებას

სერგო ჩიხლაძე – მთავარი სანქცია “ქართულ ოცნებას” დაედება 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის მხრიდან

გიორგი გახარია – მოვა 26 ოქტომბერი, თუ გაბედავენ ქართველი ხალხის ნების მოპარვას, აი, რისხვა იქნება მერე