
ავტორი
Front News საქართველო
ნედ პრაისის განცხადება “ქართული ოცნების“ მიმართ არის გაფრთხილება, რომ შეეშვან მავნე ანტიევროპულ, ანტიამერიკულ და ანტიდასავლურ განცხადებებს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ამ განცხადებას თუ არ გაიგებენ, უმძიმესი ბედი ელოდებათ ჯერ ქართველი ხალხისგან, შემდეგ ამერიკელი და დასავლელი პარტნიორებისგან”.
“ერთადერთი, ვინც ბედნიერია „ქართული ოცნების“ ქმედებებით, პუტინი და რუსეთია. ქართველი ხალხი და დასავლელი პარტნიორები კი მძიმედ უყურებენ „ქართული ოცნების“ ტრანსფორმირებას ვითომ პროდასავლური ძალიდან, პირდაპირ პრორუსულ ძალად.
ნედ პრაისის განცხადება ზემწვავე გაფრთხილებაა იმ ადამიანების მიმართ, ვინც თავს ესხმიან ამერიკის ელჩს, დასავლელ პარტნიორებს, ამერიკას. ვის გულისხმობენ? ვინ გამოვიდა და თქვა, რომ თუ ომი დაიწყება, მხოლოდ მაგ შემთხვევაში მოგვცემენ სტატუსსო. ვინ დაესხა თავს ამერიკის ელჩს და პირობებს უყენებს? ირაკლი კობახიძე, მდინარაძე, ცაგარეიშვილი. თავისი თავიდან სამი განდეგილი რომ გამოყვეს, ჰგონიათ, ამას ვინმე მიიღებს? მათ უკან „ქართული ოცნება“ და კობახიძე დგანან. ეს განცხადება არის სიგნალიც, პიპინიც, ხმაურიც. თუ არ გაიგებენ, უმძიმესი დღეები ელოდებათ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს