გიორგი ვაშაძე – ორივე მხრიდან დავიძრათ და მოვაქციოთ ალყაში პარლამენტი


ავტორი
Front News საქართველო
“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდა, პარლამენტის შენობას ალყაში მოაქციონ.
“ორივე მხრიდან დავიძრათ პარლამენტის გარშემო და მოვაქციოთ ალყაში პარლამენტი, რომელიც გეკუთვნით თქვენ. ეს ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანად. მოვუწოდებთ პოლიციას, არ დაუპირისპირდეთ მშვიდობიან მომიტინგეებს, ისე როგორც ეს გააკეთეთ გუშინ. ორივე მხრიდან დავიძრათ და გვერდითა შესასვლელებთან განვლაგდეთ პარლამენტის გარშემო“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
აქციის მონაწილეების ნაწილი ამ დროისთვის ჭიჭინაძის და ჩიტაძის ქუჩაზე იმყოფებიან.
პარლამენტის ეზოში სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
თაგები:
გიორგი ვაშაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა