
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტში და უმაღლეს თანამდებობზე, დაახლოებით 15 რუსეთის აგენტი რეზიდენტია, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მათ შორის არიან ე.წ. “ოთხეული”, სათავეში კი “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეა.
“ჩვენი ინფორმაციით, დღეს საქართველოს პარლამენტში და უმაღლეს თანამდებობის პირებზე, დაახლოებით არის მათ შორის 15 რუსეთის აგენტი რეზიდენტი, მათ შორის არის ის ოთხეული, რომელიც ასე გავეშებული გამოდის, ესენი პირდაპირ რუსეთთან მიბმული აგენტები არიან.
რაც ყველაზე საგანგაშოა, მათ სათავეში დგას რუსეთის აგენტი ირაკლი კობახიძე. დიახ, ის გახლავთ რუსეთის აგენტი, რომელმაც გუშინ, პირდაპირ ეთერში ისიც კი გაბედა, რომ ბელარუსის პრეზიდენტის, ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტიც კი “გააპრავა”. დიახ, მათ სათავეში დგას ირაკლი კობახიძე”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს