
ავტორი
Front News საქართველო
პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაატოვებინეს, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილება.
როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, “ოცნება” პროვოკაციას აწყობს და დეპუტატებს სხდომას ატოვებინებს.
“შინაარსობრივი კითხვები ისმება ოპოზიციის მხრიდან. სამწუხაროდ, ზუსტად ამიტომაა ეს კანონი რუსული, რომ ამ ადამიანებს შინაარსი კი არ აინტერესებთ, აინტერესებთ, რომ ივანიშვილის და რუსული დავალება შეასრულონ.
პირდაპირ ეთერში ხედავდით, რომ არაფერი არ ხდება, პროვოკაციაზე მიდიან, რომ დეპუტატები გააძევონ. თავიდანვე მათი ამოცანაა სხდომათა დარბაზიდან დეპუტატების გაძევება.
მუხლობრივი განხილვა როგორც კი დაიწყო, თქვენ თვითონ დაინახეთ, რომ ამ ადამიანებს არც ერთ კითხვაზე პასუხი არ აქვთ, იმიტომ, რომ ეს კანონი მუხლების თანმიმდევრობითაც კი ემთხვევა რუსულს. ზუსტად ამ არგუმენტებით მოვედი, ამ სასამართლო გადაწყვეტილებებით მოვედით და პასუხი, რომ არ აქვთ, ასე იქცევიან. ეს არის რეალობა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს