გიორგი ვაშაძე – “ქართულ ოცნებას” გადაწყვეტილი აქვს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა, თქვენ რას აპირებთ?

ავტორი
Front News საქართველო
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა გადაწყვეტილი აქვს.
მისი თქმით, სასამართლოს მოლოდინი დამთავრდა და სალომე ზურაბიშვილმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
“მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს – თქვენ სრულიად ევროკავშირმა მოგმართათ და დაგაკისრათ პასუხისმგებლობა, რომ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯი გადადგათ.
“ქართულ ოცნებას” გადაწყვეტილი აქვს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა, ეს არის ფაქტი, შესაბამისად, ჩვენ გვაინტერესებს მკაფიო პოზიცია თქვენი მხრიდან – სასამართლოს მოლოდინი, რომ სასამართლომ უნდა ქნას, ეს დამთავრდა. თქვენ რას აპირებთ? ეს გვაინტერესებს კონკრეტულად და მოგმართავთ, მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის პირდაპირ ნახსენები”, – განაცხადა ვაშაძემ ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ქმედებებს ქართველმა ხალხმა უნდა გასცეს პასუხი.
“არ მგონია, რომ საქართველოს რომელიმე მოქალაქეს გვაქვს უფლება ამ ფაქტს შეეგუოს, დღეს როდესაც ჩვენი ევროპელი კოლეგები პირდაპირ ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებაზე გადის ევროპული პერსპექტივაც… კალაძე ამბობს, რომ მას თურმე ევროკავშირი არ აინტერესებს, ამას ჩვენ ყველამ ერთად, ქართველმა ხალხმა უნდა გავცეთ პასუხი“, – განაცხადა ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე




