Logo

გიორგი ვაშაძე – „ქართულ ოცნებას“ უნდა ივაჭროს, მაგრამ ამ ვაჭრობაში ვკარგავთ ევროპულ პერსპექტივას

პოლიტიკა
18.04.2022 / 17:27
Frontnews image description

ვინმეს ჰგონია, რომ ივანიშვილს უნდა ყოველდღიურად დავალებები პუტინისგან მიიღოს? არა. „ქართულ ოცნებას“ უნდა ივაჭროს, მაგრამ ამ ვაჭრობაში ვკარგავთ ევროპულ პერსპექტივას, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ  ვაშაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, არ  იზიარებს მოსაზრებას,  რომ „ქართული ოცნება“ პუტინისტური ხელისუფლებაა და მასთან არ უნდა ითანამშრომლოს.   

 

“ჩვენი მიაზანი ის კი არაა, რომ ამ ადამიანებთან ურთიერთობა დავკეტოთ. ჩვენი მიზანია, რომ ყოველდღიურად ნაბიჯ-ნაბიჯ ლუსტრაცია მოვახდინოთ „ქართული ოცნების“. ხო წავიყვანეთ უკრაინაში, ვნახოთ კონკრეტულ ინიციატივებზე რას იზამენ და როგორ მოიქცევიან. 

 

ბრალს გვდებენ, თუ პრორუსულად მიიჩნევთ ხელისუფლებას, მასთან როგორ თანამშრომლობთო. უკაცრავად, მაგრამ პუტინი მე არ მყავს ხელისუფლებაში, თუ პუტინი მყავს, მაშინ იარაღი უნდა ვესროლო და ფიზიკურად  გავუსწორდე. 

 

ჩემი პოზიცია არის სხვა, მე ვამბობ,  რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირში დაჩქარებული ინტეგრაცია არ უნდა, იმიტომ რომ მას არ უნდა მართლმსაჯულების რეფორმა, პოლიციის რეფორმა, იმისთვის,  რომ მერკანტილურად ფულის კეთებისა და გავლენებისათვის შეინარჩუნოს ხელისუფლება.
მაგრამ მე ნამდვილად არ მითქვამს, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ევრაზიულ კავშირში ამოგვაყოფინოს თავი. თუ გინდა ივანიშვილი ავიღოთ, ვინმეს ჰგონია, რომ ივანიშვილს უნდა ყოველდღიურად დავალებები პუტინისგან მიიღოს? არა.  „ქართულ ოცნებას“ უნდა ივაჭროს,  მაგრამ ამ ვაჭრობაში ვკარგავთ ევროპულ პერსპექტივას“,  –   განაცხადა ვაშაძემ

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები