
ავტორი
Front News საქართველო
“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ მასზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს.
“წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება” ჩემზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს. არ ვიცი, სხდომათა დარბაზში იგეგმება თუ გარეთ, ამის ნიშნები იყო გუშინ, განცხადებების შემდეგ. ზუსტი ინფორმაცია მაქვს, ისინი აპირებენ ჩემს მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას და დაავალეს საკუთარ ფრაქციაში მოჭიდავე და გაუგებარ დეპუტატებს, რომელთა სახელი და გვარი არავინ იცის, რომ რამენაირად პროვოკაცია მოაწყონ.
“ქართულ ოცნებას” პასუხი არ აქვს საკითხებზე, რასაც ვსვამთ და გინდათ გადახვიდეთ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. უკან არ დავიხევთ და საზოგადოებას თქვენ რეალურ სახეს ვაჩვენებთ. დავალება არის გაცემული პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან კონკრეტულ პირებზე“, – განაცხადა ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს