
ავტორი
Front News საქართველო
ქვეყანას მართავს კლანი, რომელსაც მიტაცებული აქვს ქვეყანა. უმძიმესი ვითარებაა, “ქართული ოცნება” კონსტიტუციას უგულებელყოფს, პრეზიდენტის უფლებამოსილებაში პირდაპირ და უხეშად ერევა, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა და “ერთიანობის” წევრმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
“უმძიმესი ვითარებაა, იცით, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და ამას ზემოდან უმატებს “ქართული ოცნება” კონსტიტუციის უგულებელყოფას, პრეზიდენტის უფლებამოსილებაში პირდაპირ და უხეშ ჩარევას.
ქვეყანას მართავს კლანი, რომელსაც მიტაცებული აქვს ქვეყანა და რომელსაც უნდა, თვითონ გამდიდრდეს, ხალხი უკიდურეს ვითარებაში იყოს და ნებისმიერ ფასად ხელისუფლება შეინარჩუნოს. ამ უმძიმესი ვითარებიდან გამოსავალი არის ერთიანობა.
ერთიანობით 26 ოქტომბერს უნდა გავიმარჯვოთ, რომ ყველა ეს ბედუკუღმართი ნაბიჯი, რომელიც ხდება ქვეყანაში, უმოკლეს ვადაში აღმოვფხვრათ და დაჩქარებული წესით წავიდეთ ევროკავშირისკენ.
ამ გზით ჩვენ ევროკავშირში ვერ შევალთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულება შეაჩერა.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს