გიორგი ვაშაძე – “ქართული ოცნების” ამოცანაა, მოსახლეობის 10%-მდე აიყვანოს რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომელიც გახდება მისი მთავარი საყრდენი

ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” ამოცანაა, მოსახლეობის 10 პროცენტამდე აიყვანოს რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომელიც გახდება მისი მთავარი საყრდენი ქვეყანაში, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ რამე არ შეიცვალა ერთ წელიწადში, შესაძლოა, თავისუფლების მოედანზე საკუთარი უფლებების დაცვის მოთხოვნით რუსეთის მოქალაქეების აქციაც ვიხილოთ.
“ქართული ოცნება” ჩემთვის არის პრორუსული ძალა, რომლის ამოცანაა, ევროკავშირს ათქმევინოს უარი კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, დაგვტოვოს რუსეთთან პირისპირ, შესაბამისად, ამ ანკლავით, რომელიც ყავს, გააგრძელოს ქვეყნის მართვა. უფრო მეტიც, საფრთხე უფრო სიღრმისეულია, მოსახლეობის 10 პროცენტამდე აიყვანოს რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომელიც გახდება მისი მთავარი საყრდენი ქვეყანაში. და არ გაგვიკვირდეს, თუ ასე გაგრძელდა, რამდენიმე თვეში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, თავისუფლების მოედანზე რუსეთის მოქალასქეების ფართომასშტაბიანი აქცია ვნახოთ, რომლებიც ითხოვენ საკუთარი უფლებების დაცვას. იმ უფლებების, რომელიც პუტინმა განახლებულ დოქტრინაში საქართლოსთან დაკავშირებით დაწერა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე




