
ავტორი
Front News საქართველო
რუსული კანონის მიღების შემდგომ, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის ვადით, ევროკავშირის კარი დახურულია საქართველოსთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა წინ, 26 ოქტომბრის სახით, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ოცნებამ” ქვეყნისთვის დიდი შესაძლებლობები ხელიდან გაუშვა.
“სამწუხაროა, რომ რუსული კანონის მიღების შემდგომ, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის ვადით, ევროკავშირის კარი დახურულია საქართველოსთვის. უფრო მეტიც, კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ დიდი შესაძლებლობები იქნა ხელიდან გაშვებული, ვგულისხმობ, ამერიკიდან შემოთავაზებულ უვიზო მიმოსვლას, თავისუფალ ვაჭრობას, რაზეც ფაქტობრივად, “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონის მიღებით უარი თქვა. ეს არ არის ჩემი მოსაზრება. ეს არის მსოფლიო ლიდერების და ჩვენი მეგობრების მოსაზრება. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა წინ, 26 ოქტომბრის სახით”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს