გიორგი ვაშაძე – “ქართული ოცნების” მავნებლობის გამო კანდიდატის სტატუსს უკვე მეორედ ვეღარ მივიღებთ

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ კანდიდატის სტატუსს უკვე მეორედ ვეღარ მივიღებთ “ქართული ოცნების” მავნებლობის გამო, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გამოსავალი ამ პრორუსული ძალისათვის თავისი სახელის დარქმევაა.
“ჩვენი გამოსავალი არის ერთადერთი, სანამ ჩვენ, ვინც ვართ უმრავლესობაში, პროევროპელები, “ქართულ ოცნებას” არ დავარქმევთ, რომ ეს არის პრორუსული ძალა, მისი მიზანი არ არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მისი მიზანი არის რუსეთთან პირისპირ საქართველოს დატოვება, მანამდე წინ ვერ წავალთ.
მოსახლეობის 85% არის პროევროპელი. 85%-ს დარქმეული რომ ჰქონდეს “ქართული ოცნებისათვის“ თავისი სახელი, ქართულ ოცნებას ექნებოდა 10-15 პროცენტი მხარდაჭერა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე




