
ავტორი
Front News საქართველო
“ქართველი ხალხი არასდროს დაუშვებს საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრებას. ქართველი ხალხი ამბობს – „კი ევროკავშირს, კი საქართველოს განვითარებას, კი საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სივრცეში, კი ჩვენს მეგობრებს ამერიკის და ევროპის სახით“, – განაცხადა “რეფორმების ჯგუფის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, არის მცდელობა, რომ საქართველო ევროპულ გზას ააცდინონ.
“ყველანი ერთად დავდგებით, ბოლომდე იმისათვის, რომ საქართველო წავიდეს წინ, განვითარდეს, გახდეს ევროკავშირის წევრი. ძალა ერთობაშია, წინ ევროკავშირისკენ, წინ განვითარებისკენ, წინ ძლიერი საქართველოსკენ და წინ დიდებისკენ, რომელიც აუცილებლად ექნება ქართველ ხალხს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს