Logo

გიორგი ვაშაძე – ყველა ამ პროექტს ემუქრება საფრთხე, როდესაც ამ დაფინანსებას გააჩერებენ, საიდან მოვა ეს თანხა?!

პოლიტიკა
430
Frontnews image description

ხელში მიჭირავს 100 პროექტი, ყველა ამ პროექტს ემუქრება საფრთხე. ნუ გაურბიხარ, ირაკლი, პასუხებს. როდესაც ამ დაფინანსებას გააჩერებენ, საიდან მოვა ეს თანხა?!, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

“გუშინ ისევ დაპირისპირებისკენ მიდრეკილი, ანტიდასავლური დაგნცხადები ჰქონდათ. მინდა, ირაკლი, პირადად შენ დაგისვა კითხვა – ამ რიტორიკით, რომლითაც გუშინ გამოხვედი, როცა ქვეყანა იქამდე მიიყვანე, რომ შეწყვეტილია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, ევროპული დაფინანსებები, რომ გაჩერდეს, რას აპირებ? თქვენი მოქმედებით ხომ ისედაც ხალხი უკიდურეს გაჭირვებაშია? სამუშაო ადგილი არ არის, ქვეყანა წინ არ მიდის. როდემდე უნდა გააგრძელოთ ეს ანტიეროვნული ქმედებები?! რომ გამდიდრდით და 18 მილიონიან ოფისში დასხედით, ასე არ ცხოვრობს ქვეყანა.

 

ხელში მიჭირავს 100 პროექტი, ყველა ამ პროექტს ემუქრება საფრთხე. ნუ გაურბიხარ, ირაკლი, პასუხებს. როდესაც ამ დაფინანსებას გააჩერებენ, საიდან მოვა ეს თანხა?! 

 

კანდიდატის სტატუსთან ერთად 14 მილიარდი ევრო უნდა მიგვეღო და ეს თანხა საერთოდ ჰაერშია გამოკიდებული. მართლა გგონიათ, რომ ამ დაპირისპირების რიტორიკით თქვენ რამეს მიაღწევთ?!

 

მინდა, საზოგადოებას მივმართო – 26 ოქტომბერი არის არჩევანი – დაპირისპირება თუ ერთიანობა, ამ პროექტების გაგრძელება, თუ ამ ადამიანების სასარგებლოდ მომუშავე ქვეყანას შორის”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები