გიორგი ვაშაძე – ყველა, ვინც საპატიმრო დაწესებულებაშია, თანამედროვეობის გმირები არიან


ავტორი
Front News საქართველო
ყველა, ვინც საპატიმრო დაწესებულებაშია, თანამედროვეობის გმირები არიან. ასევე, ლაშა გაბიტაშვილი არის თანამედროვეობის გმირი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ოცნება” მხდალი და ლაჩარია.
“ყველა, ვინც საპატიმრო დაწესებულებაშია, თანამედროვეობის გმირები არიან და მადლობა მინდა, მათ ვუთხრა, განსაკუთრებით მათი ოჯახის წევრებს. როცა დედებს და მამებს ვუსმენ, ბრძოლის ძალა მემატება. შემთხვევითი არ არის, რომ ეს ხალხი არიან პოლიტიკური პატიმრები იმიტომ, რომ მშობლებიც მებრძოლები არიან და ჩანს, როგორ ოჯახში გაიზარდნენ.
რაც შეეხება მზია ამაღლობელს, სად გინახავთ ევროპაში და დემოკრატიულ ქვეყანაში, რომ ასეთ ვითარებაში ჩაესვათ ციხეში ჟურნალისტი, მითხრან მსგავსი მაგალითი. რომ გამოდის “ქართული ოცნება” და კიდევ ბედავს ამაზე საუბარს, ეს მართლაც გახრწნილი ხალხი, ერთი მაგალითი თქვან, სად არსებობს ჟურნალისტის ასე ციხეში ჩასმა?!
ლაშა გაბიტაშვილის საქმე არის მათი სიმხდალის და ლაჩრობის სახე. ჩამოვიდა ადამიანი ქვეყანაში და ამ მხდალებმა და ლაჩრებმა მიუგზავნეს ნიღბიანი ადამიანები, რომ ფიზიკურად გასწორებოდნენ ადამიანს. ლაშა გაბიტაშვილი არის თანამედროვეობის გმირი”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე – დავიცავთ ყველა ახალგაზრდას ყველა მექანიზმით

გიორგი ვაშაძე – თავიდან ბოლომდე ამაზე პასუხისმგებლები არიან ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი

გიორგი ფანცულაია – დეკანოზი გიორგი მამალაძე კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, რომ ვადაზე ადრე დაეტოვებინა საპატიმრო