Logo

გიორგი ვაშაძე – ყველანი უნდა შევიკრიბოთ რუსთაველზე მუდმივად, სანამ არ შეწყდება ფრენები რუსეთის ფედერაციასთან

პოლიტიკა
19.05.2023 / 16:23
Frontnews image description

ყველანი უნდა შევიკრიბოთ რუსთაველზე, დღეს ხვალ და მუდმივად, სანამ არ შეწყდება ფრენები რუსეთის ფედერაციასთან, – “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

“უმძიმესი დღე საქართველოში. “ქართული ოცნება“ გადავიდა საქართველოს პირდაპირი რუსიფიკაციის გზაზე. მათ საგარეო ვექტორი ღიად და დაუფარავად შეიცვალეს და ამბობენ, რომ მათთვის პრიორიტეტია რუსეთი და არა ევროკავშირი.

 

მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლა მოპყრობილია თბილისზე, მთელი მსოფლიო ელოდება ახლა ქართველი ხალხის პასუხს ამ მავნებლობაზე, საძაგლობაზე, ღალატის ანატომიაზე, რომელსაც ახლა სჩადის “ქართული ოცნება“. 

 

ამიტომ ყველანი უნდა შევიკრიბოთ რუსთაველზე, დღეს ხვალ და მუდმივად, სანამ როგორც რუსული კანონი არ გავატანინეთ პარლამენტიდან, ასევე არ შეწყდება ფრენები რუსეთის ფედერაციასთან”, – განაცხადა ვაშაძემ.

 

აქცია პარლამენტთან 20:00 საათზე გაიმართება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები