
ავტორი
Front News საქართველო
კობახიძის გუშინდელი გამოსვლა იყო კიდევ ერთი სიძულვილით სავსე რიტორიკა, რომელიც საქართველოს აღარ სჭირდება, – ამის შესახებ “ერთიანობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველ ხალხს უნდა იცხოვროს კობახიძე-ივანიშვილის გარეშე, სადაც არ იქნება უკიდურესი გაჭირვება, უმუშევრობა და საბოლოოდ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.
“არ გვინდა ვიცხოვროთ კობახიძე-ივანიშვილის ქვეყანაში, სადაც ელიტა ზემდიდარია და ხალხი უკიდურესად ღარიბი და ამასაც აყვედრიან ხალხს, რომ თურმე ყველაფერი კარგად არის… თუ გვინდა, რომ ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც შემოდის 14 მილიარდი ევრო დამატებითი ინვესტიცია, რომ ამოიქაჩოს სოფელი, ამოიქაჩოს ქალაქი, ამოიქაჩოს ეკონომიკა შეიქმნას სამუშაო ადგილები და წავიდეთ წინ? ეს არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი 26 ოქტომბერს. მინდა კიდევ ერთხელ კითხვა დავუსვა – შენი ზიზღის რიტორიკისგან, ირაკლი, ქართველ ხალხს რა? რომ გიყურებს საქართველოს მოქალაქე, რა გაიგო მან? რამეს გაუკეთებ? არაფერს! გინდათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლება შეინარჩუნოთ“, – განაცხადა ვაშაძემ.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, “ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ემიგრანტებს ხელი შეუშალოს არჩევნებში მონაწილეობაში.
“ყველაფერს აკეთებს “ქართული ოცნება“, რომ ემიგრანტებს ხელი შეუშალოს არჩევნებში მონაწილეობაში, იმიტომ, რომ ეს ადამიანები სიდუხჭირის გამო, მაღალი ფასებისა და უმუშევრობის გამო წავიდნენ უცხოეთში და უნდა სამშობლოში დაბრუნება და ძალიან კარგად იციან, რომ ხელისუფლება არის შესაცვლელი“, – განაცხადა ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს