გიორგი ვაშაძე – ყველაზე სწორი იქნება ჩამოყალიბდეს მესამე ძალა და მან წარადგინოს მერობის კანდიდატი


ავტორი
Front News საქართველო
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე მესამე ძალის ჩამოყალიბებაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ სწორედ ამ ძალად უნდა წარადგინოს მერობის კანდიდატი.
“ნომერ პირველი ამოცანა ჩვენთვის, ოპოზიციური პარტიისთვის, “სტრატეგია აღმაშენებლისთვის” არის ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” პროპორციულ ნაწილში ვერ აიღოს 43% და დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ისე, როგორც ეს არის გათვალისწინებული შარლ მიშელის შეთანხმებაში. აქედან გამომდინარე, ყველა სტრატეგია, რომელსაც ჩვენ ვაგებთ, სწორედ ამაზეა ორიენტირებული.
მე ვფიქრობ, რომ ყველაზე სწორი იქნება ჩამოყალიბდეს მესამე ძალა და მან წარადგინოს მერობის კანდიდატი და წარადგინოს ყველა პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურები იმისთვის, რომ ხალხს მივცეთ არჩევანი, რომ არ არის არჩევანი მხოლოდ “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის, არ არის არჩევანი მხოლოდ აწმყოსა და წარსულს შორის. არჩევანი არის აწყმოსა და მომავალს შორის. მე ამაზე ვმუშაობ ჩვენს გუნდთან ერთად და იმედი მაქვს, რომ პირველი ეტაპის კონსოლიდაცია მოხდება თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ხოლო შემდგომი ეტაპის – რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს