გიორგი ვაშაძე – ქვეყანაში ასეთი რამ რომ ხდება, კატასტროფაა, ძალიან ცუდია და საძაგლობაა

ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირის დელეგაციის წინ რაც ხდება და ზოგადად, ქვეყანაში ასეთი რამ რომ ხდება, კატასტროფაა, ძალიან ცუდია და საძაგლობაა, – ამის შესახებ „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის ოფისიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის იმ მძიმე გარემოს შედეგი, რაც ამ წინასაარჩევნოდაა.
“ბოდიში მოვუხადე ევროკავშირის ყველა ელჩს იმისთვის, რაც ხდება საქართველოში, რომ მათ უსმენენ და უთვალთვალებენ. ბოდიში მოვიხადე და ვუთხარი, რომ ეს არ არის ქართველი ხალხის სურვილი და ნება და ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალადობრივი რეჟიმის ის საერთაშორისო დანაშაული, რაც არის ჩადენილი. მეორე, რა თქმა უნდა, მოვუყევით იმ დარღვევებზე, რაც არის წინასაარჩევნოდ. სამტრედიაში ჩვენი კანდიდატი იყო გატაცებული და მოახსნევინეს კანდიდატურა და შემდგომ აღადგინეს ის უკან. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ დმანისზე და სხვა შემთხვევებზეც და რაც ყველაზე მთავარია, კიდევ ერთხელ ვთხოვეთ, რომ იყვნენ მაქსიმალურად ჩართულები, რადგან მათი მხარდაჭერის გარეშე ამ მძიმე პოლარიზებულ გარემოს ვერ გადავტეხავთ. საქართველო გააგრძელებს ევროპულ ინტეგრაციას და რაც არ უნდა ნაბიჯი გადადგას „ქართულმა ოცნებამ“ მას არ გაუვა ევროკავშირისგან გადახვევა. მათ გვითხრეს, რომ უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები არიან ჩამოსული და ის, რაც ხდება ძალადობის კუთხით, არის მიუღებელი”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


