გიორგი ვაშაძე – რა არის თქვენი მიზანი? უბრალოდ ის, რომ ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი ეწეროს?

ავტორი
Front News საქართველო
რა არის თქვენი მიზანი? უბრალოდ ის, რომ ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი ეწეროს? – ამ კითხვით მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
დეპუტატის განცხადებით, საქართველოში ელიტური კორუფცია ყვავის, მოსახლეობა კი უკიდურესად გაჭირვებულია.
“ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ელიტური კორუფცია ყვავის და ამას სხვათა შორის, თქვენი წარმდგენი, დამნიშვნელი ივანიშვილიც არ უარყოფს. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ელიტა ზემდიდარია, ხალხი კი უკიდურესად გაჭირვებული. შეკითხვა მაქვს, აი ამ პირობებში, თქვენ, როდესაც პრემიერ-მინისტრად დათანხმდით ხომ, შემოგთავაზეს და დათანხმდით, რას აპირებთ? აი, ეს კითხვა მაქვს. აი, რატომ გინდათ? რა არის თქვენი მიზანი? უბრალოდ ის, რომ ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი ეწეროს? თუ რამე გაქვთ მიზანი? რამის გაკეთება გინდათ ამ ქვეყანაში, ხალხისთვის რამე განსაკუთრებულად სასიკეთო გინდათ გააკეთოთ? არ ვიცი, რაღაცა ხომ უნდა შემოგვთავაზოთ? მე-7 პრემიერ-მინისტრი ხართ, თუ არ ვცდები, ვისაც „ქართული ოცნება“ წარადგენს. აგერ თქვენი პროგრამა, სათაურიც არ შეცვლილა. თქვენ თვითონაც თქვით, რომ არაფერს არ ცვლით. ანუ, ყველაფერი კარგად არის?“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს დღეს პარლამენტში ოპოზიციური ფრაქციების ფორმატში უსმენენ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე




