
ავტორი
Front News საქართველო
თვეების განმავლობაში „ქართული ოცნების“ აღვირახსნილი შეტევა ომში ჩართვის თაობაზე უკრაინის ხელისუფლებისა და დასავლელი პარტნიორების მიმართ ოფიციალური წერილით არის დასრულებული, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
“დღეის იქეთ, “ქართული ოცნება“ საქართველოს ომში ჩართვაზე რამეს რომ იტყვის, გთხოვთ, უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია სახეზე ააფაროთ – საქართველოს ომში ჩართვა არავის სურს”, – აღნიშნა ვაშაძემ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უფრო და უფრო მაღალ დონეზე ადის.
“რაკი საჭირო გახდა, უნდა მივაღწიოთ იმას, რომ საკითხის გადაჭრაში მსოფლიო ლიდერები ჩაერთონ – იქნება ეს ამა თუ იმ ქვეყნის პრეზიდენტი თუ ის ადამიანები, რომელთაც „ქართული ოცნება“ უარს ვერ ეტყვის. უარს ვერ ეტყვის არა იმიტომ, რომ სახელმწიფო აინტერესებთ, არამედ უარს იმის გამო ვერ ეტყვის, რომ უარის თქმის პირადად შეეშინდებათ“, – განაცხადა ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს