გიორგი ვაშაძე - რატომ გეშინია სასამართლოში მოსვლის? მოდი სასამართლო სხდომაზე და გვითხარი, რას გვედავები

ავტორი
Front News საქართველო
წულუკიანს ვეკითხები - რატომ გეშინია სასამართლოში მოსვლის? მოდი სასამართლო სხდომაზე და გვითხარი, რას გვედავები, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, როცა ოპონენტებს მხოლოდ ციხით ემუქრები, ნიშნავს, რომ სუსტი ხარ.
"სანახაობა გრძელდება - წულუკიანი სხდომაზე არ მოდის, სამაგიეროდ, მეორედ იბარებს ყველას. მას ვეკითხები - რატომ გეშინია სასამართლოში მოსვლის? მოდი სასამართლო სხდომაზე და გვითხარი, რას გვედავები? რატომ ვერ ბედავ აქ, ამ შენობაში შემოსვლას და რატომ იყენებ პროკურატურასა და სასამართლოს შენი ინტერესების დასაცავად?!
დღეს იქნება გადაწყვეტილება თუ როდის იქნება, ეგ ჩვენზე არაა დამოკიდებული, ეგ არის დამოკიდებული პოლიტიკურ რეჟიმზე. ფაქტია, რომ როცა ოპონენტებს მხოლოდ ციხით ემუქრები, ნიშნავს, რომ სუსტი ხარ, არ გაქვს იმედი, რომ თავისუფალ კონკურენციაში ძალაუფლებას შეინარჩუნებ. საზოგადოება ხედავს, რომ საკუთარი თავიც კი კლოუნად აქციეს. თეა წულუკიანიც კლოუნია, კომისიის ყველა წევრიც და „ქართული ოცნების“ ლიდერებიც კლოუნები არიან", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე




