
ავტორი
Front News საქართველო
მივმართავ თვითმარქვია ხელისუფლებას – რაც მალე გაიგებთ ხალხის ხმას, მით ნაკლები იქნება თქვენ მიმართ ხალხის რისხვა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციაზე განაცხადა.
“როგორც დღეს დაიხიეს უკან, ასე მოუწევთ უკან დახევა და ხელის აღება იმ სპეცოპერაციისგან, რომელსაც არჩევნებს უწოდებენ.
მივმართავ თვითმარქვია ხელისუფლებას – რაც მალე გაიგებთ ხალხის ხმას, მით ნაკლები იქნება თქვენ მიმართ ხალხის რისხვა. ასე რომ, მოისმინეთ ხალხის ხმა, ცრუ საუბარს თავი დაანებეთ პარლამენტის შეკრებასთან დაკავშირებით, დავიწყოთ მზადება ახალი არჩევნებისთვის, ახალი მენეჯმენტით და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. დღეს აქ ვრჩებით, არსად არ მივდივართ, აქ ვდგავართ, სხვაგვარად არ ძალგვიძს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირიდან კვლავ თსუსთან გადაინაცვლეს, სადაც ისინი დილით პოლიციამ დაშალა.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს