გიორგი ვაშაძე – როგორ არ გრცხვენია და საუბრობ, რომ ყველაფერი კარგად არის თურმე ქვეყანაში და ეკონომიკა ყვავის


ავტორი
Front News საქართველო
თურმე ბაზარში სიარული და ფასების გარკვევა ყოფილა სირცხვილი, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე და “ქართული ოცნება” მოწყვეტილია რეალობას.
“მინდა ირაკლი კობახიძეს მივმართო – როგორ შეგიძლია, რომ კმაყოფილი იყო დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობით? როგორ არ გრცხვენია და საუბრობ, რომ ყველაფერი კარგად არის თურმე ქვეყანაში, რომ ეკონომიკა ყვავის. ხომ არ ფიქრობ, რომ ბოლომდე მოწყვეტილი ხარ რეალობას?
თუ ეკონომიკა კარგად არის, მაშინ ხალხი ქვეყნიდან რატომ გარბის? რატომ წავიდა 800 000-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე ქვეყნიდან? რატომ არის საქართველოში ყველაზე ძვირი ფასები მთელ რეგიონში? როგორ შეგიძლიათ, რომ ხალხს უბრალოდ დასცინოთ.
კობახიძეს ვეუბნები, თურმე ბაზარში სიარული ყოფილა სირცხვილი და ფასების გარკვევა ყოფილა თურმე სირცხვილი. როდემდე უნდა იყოთ აცდენილი რეალობას? ერთხელ მაინც ხომ უნდა გაიაზროთ და გაითვალისწინოთ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება ქვეყანაში. არის კითხვები, რომელიც აქვს ხალხს თქვენთან და ამ კითხვებს პასუხი გაეცით. იმ ივანიშვილსაც მივმართავ დამალული რომ არის ახლა. გეკითხები – შენ რომ მდიდრდები, ხალხი რატომ ღარიბდება?’’ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე