
ავტორი
Front News საქართველო
უნდა ვიბრძოლოთ ხალხნო! გეგმა არის ბრძოლა! ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ და გამოდით, დავდგეთ ყველანი ერთად, მთელი საქართველო ფეხზე უნდა დადგეს!, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, როცა კულმინაციურად იქნება იმდენი ადამიანი, რამდენიც საჭიროა, პოლიციაც მოხსნის კორდონს, რომელიც ახლა აქვს პარლამენტის გარშემო და გადავა ხალხის მხარეს.
“უნდა ვიბრძოლოთ ხალხნო! გეგმა არის – ბრძოლა! ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ და გამოდით, დავდგეთ ყველანი ერთად, მთელი საქართველო ფეხზე უნდა დადგეს! ადამიანი გამოვიდა და პირდაპირ თქვა, დაივიწყეთ ევროკავშირი, დაივიწყეთ კონსტიტუცია, ვიქნებით ჩვენ და იქნება რუსეთიო. მე ვაპირებ ვიბრძოლო ბოლომდე, ამიტომ ვდგავარ ამ ხალხთან ერთად აქ, აქ, ქუჩაში არის ბრძოლის კერა და ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, ძალა ერთობაშია! როცა კულმინაციურად იქნება იმდენი ადამიანი, რამდენიც საჭიროა, პოლიციაც მოხსნის კორდონს, რომელიც ახლა აქვს პარლამენტის გარშემო და გადმოვა ხალხის მხარეს. ამიტომ, დღეს პრეზიდენტთან ერთად შევთანხმდით ოპოზიცია, რომ ერთიანი ფრონტი იქნება, ყველანი ერთად ვიდგებით და ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს