Logo

გიორგი ვაშაძე – რუსეთმა ახალი თაობის იარაღი შექმნა “ქართული ოცნების” სახით

პოლიტიკა
1008
Frontnews image description

რუსეთმა ახალი თაობის იარაღი შექმნა “ქართული ოცნების” სახით,  – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ხელისუფლებაში სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის იდეური მემკვიდრეები არიან.  

 

“ძლივს მოვიშორეთ რუსული უღელი, 1918-21 წლებში გვქონდა გამონათება, ისევ ქართველების ხელით, ისევ ქართველების თაოსნობით მოხდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის წაშლა. იუნკერებს, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის, იქეთა მხრიდან ებრძოდა სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე.  ეს ხალხია ახლა დღეს ხელისუფლებაში. რუსეთმა ახალი თაობის იარაღი შექმნა “ქართული ოცნების“ სახით. 

 

“ქართული ოცნებაა“ რუსული ჰიბრიდული ომის მთავარი ნაყოფი და შეიარაღება, რომელიც ქართულ, ეროვნულ იდენტობას, ჩვენს ეროვნულ შინაარს ებრძვის. დღევანდელი დღე იყო კიდევ ერთი ნათელი მაგალითი,  რომ “ქართულ ოცნებას” საქართველო და ქართველი ხალხი ჰგონია ლაჩრები და ომით დაშინებას აპირებენ“, – განაცხადა ვაშაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები