Logo

გიორგი ვაშაძე – სააკაშვილი რეფერენდუმს გვართმევს

პოლიტიკა
06.09.2021 / 23:46
Frontnews image description

კამპანია წაგვართვა  2018 წლის მეორე ტურში მიხეილ სააკაშვილმა, ზუსტად იგივეს იგივეს აკეთებს ახლა, რეფერენდუმს გვართმევს – ამიას შესახებ “მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი  გიორგი ვაშაძე აცხადებს, რითაც ის მიხეილ სააკაშვილის დთევანდელ განცხადებას ეხმიანება. 

 

ვაშაძის თქმით. 2018 წელს გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენტო კამპანიის მარცხი სწორედ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს უკავშირდება.  

 

“წარმომიდგა თვალწინ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების  მეორე ტურის კამპანია. რა იყო მთავარი შინაარსი “ქართული ოცნების” კამპანიის?  რა, მთავარი შინაარსი გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ იყო? მთავარი შინაარსი იყო მიშას წინააღმდეგ. თუ სიმართლე არ ვთქვით, სიმართლე არ ვისაუბრეთ, ჩვენ ფონს ვერ გავალთ, ვერ გავარღვევთ ამ მოჯადოებულ წრეს… ვერ გავაჩუმეთ, ვერ გავაჩერეთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო სწორედ ეს, მთელი კამპანია “ქართულ ოცნებას” აგებული ქონდა – მიშა ბრუნდება, მიშა ჩამოდის, მიშა მოდის ხელისუფლებაში.

 

კამპანია წაგვართვა 2018 წლის მეორე ტურში მიხეილ სააკაშვილმა, ზუსტად იგივეს იგივეს აკეთებს ახლა. რეფერენდუმს გვართმევს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ახლა, რომ დავაბრუნოთ რეფერენდუმი, როგორც მთავარი საკითხი დღის წესრიგში, რომ ივანიშვილი და ქართული ოცნება გავუშვათ ხელისუფლებიდან. არ არის ჩვენი, ქართველი ხალხის მთავარი ამოცანა ახლა მიშას ხელისუფლებაში დაბრუნება, მთავარი ამოცანა არის ამ საძაგრელი ხელისუფლების გაშვება. ყოველთვის ერთი და იგივე შეცდომას, თუ მიმანმიმაერთულად, თუ არ ვიხცი, როგორ ვთქვა არ უნდა ვუშვებდეთ კამპანიის დროს”, -განაცხადა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში.

Advertisement