
ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკური გადაწყვეტილება არის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, უბრალოდ, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაში მყოფმა ძალამ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
“ძალიან მკაფიოა ჩვენი ევროპელი პარტნიორების პოზიცია. კარი ნამდვილად ღიაა საქართველოსთვის. პოლიტიკური გადაწყვეტილება არის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. უბრალოდ, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაში მყოფმა ძალამ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. ტყუილი, ცრუ რეფორმები, 12 პუნქტის ცრუ, ვითომ ფეიკური შესრულება, არავისთვის მისაღები არ არის.
12 პუნქტის საბოტაჟის ნაცვლად, “ქართულმა ოცნებამ” 12 პუნქტი უნდა შეასრულოს. ქართულ საზოგადოებას, სამოქალაქო სექტორს, ყველას უკვე არჩევანი გაკეთებული გვაქვს.
მაქსიმუმი რაც შეგვეძლო და შეგვიძლია ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ჯერი თავიდან ბოლომდე არის “ქართულ ოცნებაზე”, – განაცხადა ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს