გიორგი ვაშაძე – სალომე ზურაბიშვილი აღარ მალავს, რომ სერიოზული პრობლემებია ხელისუფლებაში

ავტორი
Front News საქართველო
სალომე ზურაბიშვილი აღარ მალავს, რომ სერიოზული პრობლემებია ხელისუფლებაში, იგივე დასავლურ კურსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელიც პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას უკრაინიდან გამოეხმაურა.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, მიუღებელია, რომ ზურაბიშვილი ოპოზიციას „ერთ ქვაბში ხარშავს“
„სალომე ზურაბიშვილი აღარ მალავს რომ სერიოზული პრობლემებია ხელისუფლებაში, იგივე დასავლურ კურსთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან სწორ ნაბიჯებთან დაკაშირებით. მას ჰქონდა კონკრეტული ინიციატივები, რომლის განხილვა შესაძლებელია. ვწუხვარ, რომ 19 აპრილის შეთანხმებაზე არ ისაუბრა, იმიტომ რომ მისი პერსონალური მონაწილეობით შედგა ეს შეთანხმება და ერთ-ერთი გარანტი ამ შეთანხმების შესრულების თავადაც იყო. „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმების შესრულებას ვერსად გაექცევა, როცა ვსაუბრობთ ევროკავშირთან დაჩქარებულ ინტეგრაციაზე, ის საკანონმდებლო აქტები სასწრაფოდ მისაღებია, რასაც წელავს „ქართული ოცნება“.
რაც არ მომეწონა, ოპოზიციის ერთ ქვაბში მოხარშვა არის არასწორი, ეს არის ორპოლუსიანობის და იმ ნარატივის გაგრძელება, რომ არის მხოლოდ „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია. ჩვენ „სტრატეგია აღმაშენებელს“, მე, მათ შორის, აქედან, გვქონდა ინიციატივა, რომ ევროკავშირის დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკაშირებით, ყველა ერთად ჩავსულიყავით, და პოზიცია თუ ოპოზიციას ერთად გვემუშავა ბრიუსელში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე




