
ავტორი
Front News საქართველო
ღიად ვიტყვი, რომ სამ პოლიტიკურ ჯგუფს უფრო მეტი თანამშრომლობა გვაქვს ერთმანეთთან. გახარია უფრო დისტანცირებულია, მაგრამ მაინც მოგვიწევს გარკვეულ პრინციპულ საკითხებზე აბსოლუტური ერთიანობა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით ახლა 24-25 ნოემბრისთვის მობილიზებაა მთავარი.
“რა თქმა უნდა, ვემზადებით 24-25-ისთვის, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე გვქონდა ჩვენ მაქსიმალურად შეხვედრები. პროცესი გრძელდება. 24-25 ნოემბერი არის ძალიან მნიშვნელოვანი დღეები და რაც შეიძლება მეტი მობილიზება უნდა გვქონდეს.
ღიად ვიტყვი, რომ სამ პოლიტიკურ ჯგუფს უფრო მეტი თანამშრომლობა გვაქვს ერთმანეთთან. გახარია უფრო დისტანცირებულია, ეს მისი გადაწყვეტილებაა და არა ჩვენი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ გარკვეულ პრინციპულ საკითხებზე აბსოლუტური ერთიანობა მოგვიწევს, მაგალითად, მანდატებზე უარზე, არ მოხდეს ლეგიტიმაცია ამ არჩევნების საერთაშორისო ასპარეზზე და აქციებში, სადაც შეგვიძლია, ერთად მივიღოთ მონაწილეობა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს