
ავტორი
Front News საქართველო
თვალებში შემომხედე, ბიძინა, პირდაპირ გეუბნები, საქართველოს ვერ დააჩოქებ, აი, შენ კი საქართველოს წინაშე დაიჩოქებ, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძემ პირობა დადო საზოგადოების წინაშე, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი აუცილებლად გახდება.
“დღეს, 19:00 საათზე უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი. ძალიან ახლოს ვართ დიდ გამარჯვებასთან, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. ამ გამარჯვებით კიდევ უფრო დაჩქარდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და პირობას ვდებთ თქვენ წინაშე.
საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის მუხტს ვერავინ დაამარცხებს.
თვალებში შემომხედე, ბიძინა, პირდაპირ გეუბნები, საქართველოს ვერ დააჩოქებ, აი, შენ კი საქართველოს წინაშე დაიჩოქებ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს